საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ბერძნულ-რომაული ნაკრების 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო ევროპული თამაშებიდან
01:44 | August 06 2019

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მინსკში გამართულ ევროპულ თამაშებზე ასპარეზობა 3 მედლით დაასრულა.

 

ვერცხლის მედლები შმაგი ბოლქვაძემ (67 კგ) და მძიმეწონოსანმა იაკობ ქაჯაიამ მოიპოვეს.

 

ბოლქვაძე ნახევარფინალში სომეხ კარენ ასლანიანს დაუპირისპირდა და შეხვედრა მისი უპირატესობით წარიმართა. ქართველ ფალავანს გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებია და 5:0 იმარჯვა. ფინალში შმაგი ბოლქვაძემ რუს ზაურ კაბალოევს დათმო შეხვედრა.

 

ფინალში იჭიდავა იაკობ ქაჯაიამაც, ნახევარფინალში ჩვენებური ნორვეგიელ ოსკარ მარვიკს დაუპირისპირდა. ქაჯაიამ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა - იაკობი 2:0 იგებდა, როდესაც მოწინააღმდეგე ბეჭებზე გააკრა და ვადამდელი გამარჯვება მოიპოვა. ფინალში ქაჯაია ბელარუს კირილ ჰრიშჩანკას დაუპირისპირდება და 1-5 დამარცხდა


ბრინჯაოს მედალოსანი დათო ჩხარტიშვილი გახდა. 60 კგ წონით კატეგორიის ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ჩხარტიშვილი რუმინელ რაზვან არნაუს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში იმარჯვა. პირველი პერიოდი რუმინელმა 3:0 მოიგო, მაგრამ მეორე პერიოდში ქართველმა ფალავანმა ჩამორჩენა გააბათილა და შეხვედრა 3:3 დასრულდა. ვინაიდან, ბოლო ქულები ქართველმა მოიპოვა, გამარჯვებაც მას დარჩა.