საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ხინჩეგაშვილის ვერცხლი და ოდიკაძის ბრინჯაო ევროპული თამაშებიდან
01:20 | August 06 2019

მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე საქართველოს ნაკრებმა კიდევ ორი მედალი მოიპოვა, ვერცხლი ვლადიმერ ხინჩეგაშვილს (65 კგ) ხვდა წილად, ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის სამგზის ჩემპიონმა  ნახევარფინალში უხერხულ მეტოქეს და უმთავრეს ფავორიტს - რუსეთის ნაკრების წევრ ახმედ ჩაკაევს დაუპირისპირდა და 8:2 აჯობა, ფინალში კი აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

 

ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში (97 კგ) ოდიკაძე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში უკრაინის სახელით მოასპარეზე ქართველ მურაზ მჭედლიძეს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად დაამარცხა.

 

პირველი პერიოდი ელიზბარმა მინიმალური უპირატესობით მოიგო (1:0), ხოლო მეორე პერიოდში უპირატესობა განიმტკიცა და საბოლოოდ 5:0 გაიმარჯვა.