საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

გივი მაჭარაშვილი ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონია, კენჭაძემ ბრინჯაო მოიპოვა.
01:05 | August 06 2019

მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მედლების ოთხი კომპლექტი გათამაშდა და საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია. გივი მაჭარაშვილმა (125 კგ) ვერცხლი მოიპოვა. ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ) - ბრინჯაო.

 

ქართველმა მძიმეწონოსანმა ფინალის გზაზე სამი შეხვედრა ჩაატარა. პირველ წრეში ფინელ იერე ჰეინოს 10:0 მოუგო. მეოთხედფინალში რუმინელი რარეს ჩინტოანი დაჩაგრა - 14:3. ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ ჯამალადინ მაგომედოვს აჯობა - 4:2. საჩემპიონო ბრძოლაში გივი მაჭარაშვილმა რუსეთის ნაკრების წევრ ანზორ ხიზრიევთან წააგო (2:8) და მეორე საპრიზო ადგილს დასჯერდა.

 

ავთანდილ კენჭაძე რეპეშაჟის ფინალში ბელარუს აზამატ ნურიკაუს დაეჭიდა და 8:5 დაამარცხა.

 

დღესვე, საპრიზო სამეულები 57 და 86 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც შეივსო, ოღონდ ქართველების - ლაშა ლომთაძისა და სანდრო ამინაშვილის გარეშე.