საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ქათამაძე, ლომიძე, ჯულაყიძე - ევროპის ჩემპიონატის ფინალში
05:04 | August 04 2015

დღეს 4 აგვისტოს სერბეთში დაწყებული ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატზე 5 წონის წარმომადგენლები ასპარეზობენ, ყველა წონაში ქართველი ფალავნები მედლისათვის იჭიდავებენ. აქედან თორნიკე ქათამაძე (42), ალეკო ლომიძე (58) და ივერი ჯულაყიძე (69) ფინალში გავიდნენ და ჩემპიონობისათვის იბრძოლებენ ხოლო თემურაზ ვანიშვილი (50) და ბექა ჭელიძე (85) ბრინჯაოს მედლებისათვის იჭიდავებემ.

 

თორნიკე ქათამაძემ (42) სერბი ალგოსა ლისკევიჩი 20 წამში დაამარცხა 10-0, მომდევნო შეხვედრაში ამავე ანგარიშით დაამარცხა ბულგარელი პანაიოტ დიმიტროვი ამჯერად 1 წუთსა და 18 წამში, ნახევარფინალში უკრაინელ მუხამედ ალიევს მოუგო 12-8 და ფინალში თურქ დოგან კარას დაეჭიდება.

 

ალეკო ლომიძემ (58) პოლონელი კრისტიან პისკორზი 11-0, ისრაელის წარმომადგენელი გენადი ბენოგოევი 10-0, ნახევარფინალში აზერბაიჯანელი გადისა გერია 6-4 დაამარცხა, ფინალში ქართველის მეტოქე თურქი მუამერ კილიჩი იქნება.

 

ივერი ჯულაყიძემ (69) თურქი იბრაგიმ ჩაჯალაიანი 6-2, აზერბაიჯანელი ისმაილ აბდულაევი 6-5, ბერძენი თეოდოროს იოსიფიდისი 9-2, ბულგარელი ახმეტ ბეკირი 6-2 დაამარცხა, ფინალში კი რუს ადამ მალაევს დაეჭიდება.

 

თეიმურაზ ვანიშვილმა (50) 1 წუთსა და 6 წამში სუფთად დაამარცხა იტალიელი ვირგინიო გუარილო, რუს რამაზან აბდურახიმოვს 6-3 მოუგო, ნახევარფინალში კი მოლდაველ პეტრ კრაკიუნთან თანაბარ ბრძოლაში დამარცხა 8-9 და ბრინჯაოსთვის უკრაინელ იური პოსტოლს შეხვდება.

 

ბექა ჭელიძემ (85) სლოვაკი იაკუბ ჟიმურა 7-1, ბელარუსი იაროსლავ სლავიკოვსი 6-2 დაამარცხა, ნახევარფინალში კი თავად დამარცხდა თურქ ნაილ სეიართან და ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს.

 

ფინალები თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. პირდაპირი ტრანსლაციის ლინკი

http://wrestling.ge/NewsPage/Item/66