საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

7 მედალი და გუნდური მეორე ადგილი პოლონეთიდან
12:47 | August 06 2019

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა წარმატებით დაასრულა ასპარეზობა პოლონეთში გამართულ უმცროსი ასაკის ჭაბუკთა ევროპირველობაზე.

 

ლევან შავაძის შეგირდებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

 

ჩემპიონები აჩიკო ბოლქვაძე (62 კგ) და ლუკა გელაშვილი (68 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლები ანრი თავართქილაძემ (44 კგ) და თორნიკე შაინიძემ (48 კგ) მოიპოვეს.

 

ბრინჯაოს მედლებს კი თამაზ ღლონტი (44 კგ), თემური ორჯონიკიძე (57 კგ) და ნიკოლოზ შიუკაშვილი (75 კგ) დაეუფლნენ.

 

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.