საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ჭაბუკების 4 მედალი და გუნდური მეორე ადგილი ევროპის ჩემპიონატიდან
12:40 | August 06 2019

პოლონურ კრაკოვში მიმდინარე უმცროსი ასაკის ჭაბუკთა ევროპირველობაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

 

ევროპის ჩემპიონი მიშიკო კალაიჯიშვილი (85 კგ) გახდა ვინც ფინალში უკრაინელი პლახტირი 8-2 დაამარცხა მანამდე კი რუსი და თურქი მეტოქეები ჩამოიცილა.

 

ბრინჯაოს მედლები ნიკოლოზ ბეშიძემ (41 კგ), გიორგი აბულაშვილმა (57 კგ) და თორნიკე სამხარაძე (75 კგ) მოიპოვეს.

 

კვარცხლების მესამე საფეხურზე ასასვლელად თითო გამარჯვება საბა ქობულაძეს (38 კგ), დავით ფარტენაძეს (41 კგ), საბა კობახიძეს (44 კგ), დავით ოქროპირიძეს (48 კგ), ლუკა ღვინჯილიას (52 კგ) და დავით ნოქარიშვილის (85 კგ) დააკლდათ.

 

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.