საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ჭაბუკების 1 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და გუნდური მესამე ევროპირველობიდან
12:34 | June 24 2019

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა იტალიურ ფაენზაში ევროპის ჭაბუკთა პირველობაზე 1 ოქროს, 1 ვერცხლის, 2 ბრინჯაოს მედლით და გუნდური მესამე ადგილით დაასრულა ასპარეზობა.

 

ევროპის ჩემპიონი მძიმეწონოსანი მათე გოქაძე გახდა, ვინც ფინალში შესანიშნავად დაამარცხა რუსი საიდ მუსაევი, ვერცხლის მედალს დათა ჩხაიძე (71 კგ) დასჯერდა. ბრინჯაოს მედლები დიმიტრი ხაჩიძემ (55 კგ) და ნიკა ბროლაძემ (60 კგ) მოიპოვეს.

 

ხვიჩა ქორიძის ხელმძღვანელობით ჩვენმა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში 117 ქულით მესამე ადგილი დაიკავა.