საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

თავისუფალი სტილით ნაკრების შემადგენლობა მინსკში გასამართ ევროპულ თამაშებზე
12:24 | June 24 2019

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მინსკში გასამართი მეორე ევროპული თამაშებისთვის მოსამზადებელ დასკვნით შეკრებას დუშეთში გადის. მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ ბელარუსში წასაყვანი შემადგენლობა სწორედ დუშეთში გამოაცხადა. საქართველოს ნაკრებს ევროპულ თამაშებზე ექვსივე წონით კატეგორიაში ეყოლება მონაწილე.

 

დუშეთის შეკრებას იანტბელიძის გუნდი 20 ივნისს დაასრულებს, მინსკში კი 22-ში გაემგზავრება.
მინსკში ვერ იჭიდავებს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი - მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ოპერაცია გაიკეთა. პეტრიაშვილის ადგილს გივი მაჭარაშვილი დაიკავებს.

 

საქართველოს ნაკრები:
57 კგ - ლაშა ლომთაძე
65 კგ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
74 კგ - ავთანდილ კენჭაძე
86 კგ - სანდრო ამინაშვილი
97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე
125 კგ - გივი მაჭარაშვილი