საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

თავისუფალი სტილით ჭაბუკების 7 მედალი რუმინეთიდან
11:36 | June 23 2019

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დასრულა ჭაბუკთა საერთაშორისო ტურნირმა "Constantin Alexandru & Ioan W. Popovici" სადაც საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებმა 7 მედალი მოიპოვა.

 

ტურნირის ჩემპიონები ბეჟან ბარსიონიძე (55 კგ), დავით კუჭუაშვილი (71 კგ) და გიორგი ჩიხრაძე (110 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედალი გიგი ქურხულმა (60 კგ) მოიპოვა, მესამე საპრიზო ადგილები ნიკოლოზ სანთელაძემ (48 კგ), დავით აბდალაძემ (60 კგ) და საბა გამთენაძემ (92 კგ) დაიკავეებს.

 

საერთო გუნდურ ჩათვლაში გიორგი კვინიკაძის გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.
UWW-ს ეგიდით გამართულ ტურნირზე ჭიდაობის სამივე სახეობაში ოცდაორი ქვეყნის ხუთასზე მეტმა სპორტსმენმ მიიღო მონაწილეობა.