საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ქართველმა მოჭიდავეებმა კიევში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე 17 მედალი მოიპოვეს.
11:30 | June 23 2019

10-12 მაისს, უკრაინის დედაქალაქში დასრულდა „სახელოვან უკრაინელ მოჭიდავეთა და მწვრთნელთა ხსოვნის" რიგით XXIII საერთაშორისო ტურნირი სადაც 22 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა. ქართველთა მონაგარი 5 ოქროს, 5 ვერცხლის, 7 ბრინჯაოს მედალია.

 

განსაკუთრებით შთამბეჭდავად თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გამოვიდა. გიორგი იანტბელიძის გაწვრთნილმა გუნდმა 10-წონითი კატეგორიიდან 4-ში ოქროს მედალი მოიპოვა. აქედან ორში სულაც ქართული ფინალები შედგა. ჩემპიონები გახდნენ ზურაბ იაკობიშვილი (65 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ) და ირაკლი მწითური (92 კგ). იაკობიშვილმა ფინალში თანაგუნდელ რამაზან მალაკოევს მოუგო, კენჭაძემ - ზურაბ ერბოწონაშვილს.
ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა. ოთარ გოგავა და თეიმურაზ ვანიშვილი (ორივე 61 კგ) - ბრინჯაოებს.

 

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან უმაღლესი სინჯის მედალი გელა ბოლქვაძემ მოიპოვა, 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ქერიმ მაჩალიკაშვილმა (63 კგ) და გურამ ხეცურიანმა (87 კგ) მეორე საპრიზო ადგილები დაიკავეს. კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე კი 5 ქართველი ავიდა: დავით ბაკურიძე (63 კგ), იური ლომაძე (72 კგ), ბექა მამუკაშვილი, დემურ ქავთარაძე (ორივე 77 კგ) და სულხან ბუიძე (130 კგ).

 

საერთო გუნდურ ჩათვლაში როგორც თავისუფალი, ასევე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა მეორე ადგილები დაიკავეს.