საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

8 მედალი და გუნდური ჩემპიონობა - ბერძნულ-რომაული სტილით ახალგაზრდული ნაკრები რუმინეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია
01:48 | May 30 2019

8 მედალი და გუნდური ჩემპიონობა - ბერძნულ-რომაული სტილით ახალგაზრდული ნაკრები რუმინეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

 

5 ოქრო და 3 ბრინჯაო - ასეთი შედეგით დაასრულა ასპარეზობა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ახალგაზრდული ნაკრებმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ "დუმიტრუ პირვულესკუს და ვასილე იორგას" სახელობის ტურნირზე.

 

ჩემპიონები ფრიდონ აბულაძე (55 კგ), დიეგო ჩხიკვაძე (60 კგ), ოთარ აბულაძე (72 კგ), ბექა გურული (82 კგ) და გიორგი ქაცანაშვილი (87 კგ) გახდნენ, ლერი აბულაძე (63 კგ), კოკა ღარიბაძე (97 კგ) და რობიზონ ესაძე (130 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

 

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა პირველობა არავის დაუთმო.