საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

თავისუფალი სტილით ახალგაზრდული ნაკრების 9 მედალი რუმინეთიდან
01:39 | May 30 2019

თავისუფალი სტილით ახალგაზრდულმა ნაკრებმა 3-5 მაისს, რუმინეთში UWW-ს ეგიდით გამართულ "დუმიტრუ პირვულესკუს და ვასილე იორგას" სახელობის საერთაშორისო ტურნირზე 9 მედალი მოიპოვა.

 

ტურნირის გამარჯვებული ოთარ ბაგაური (70 კგ) გახდა.

 

თეიმურაზ ბერუაშვილმა (74 კგ) და ბაგრატ გაგნიძემ (79 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს

 

გიორგი გეგელაშვილმა (57 კგ), თორნიკე ქათამაძემ (61 კგ), გოგა მამიაურმა (74 კგ), გიორგი ნებუნიშვილმა (86 კგ), დავით ქოჩქიანმა (92 კგ) და ვასილი ხვისტანმა (125 კგ) მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

 

გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა.