საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

თავისუფალი სტილით ნაკრები 6 მედალი ევროპის ჩემპიონატიდან
01:14 | April 17 2019

8-10 აპრილს, რუმინეთის დედაქალა ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 6 მედალი - 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა.

 

ევროპის ვიცე-ჩემპიონები ბექა ლომთაძე (61 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) გახდნენ. ბრინჯაოს მედლები კი ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ.), ნიკა კენჭაძემ (79 კგ.), ირაკლი მწითურმა (92 კგ.) და ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ.) ირგუნეს.

 

ბექა ლომთაძე (61 კგ) ფინალში 8:0-ს უგებდა სომეხ არუთუნიანს, მაგრამ საბოლოოდ 11:17 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა, საფინალო გზაზე ქუთაისელმა ფალავანმა შვეიცარიელ ვოცკს და მაკედონიელ საფულაოს აშკარა უპირატესობით 10-0 სძლია.

 

პეტრიაშვილი ფინალში მარადიულ მეტოქე თურქ ტაჰა აკგულთან შერკინებას სათანადოდ მომზადებული ვერ შეხვდა, ხელს, მუხლის,ნეკნის ტრავმაც უშლიდა და გამარჯვების შანსი არ ჰქონია – 0:7. ფინალისკენ მიმავალ გზაზე ქართველმა მძიმეწონოსანმა დანიელ ლიგეტის 7-4, პოლონელ ბარანს 10-2 და უკრაინელ ხოციანივსკის 3-2 მოუგო.

 

აღსანიშნავია ძმები კენჭაძეების მოპოვებული ბრინჯაოს მედლები, ავთო კენჭაძემ (74 კგ) ადვილად 12:1 სძლია უკრაინელ ვასილი მიხაილოვს ხოლო ნიკამ (79 კგ) ბელორუსი ანდრეი კარპაჩი 7:1 დაამარცხა.

 

ირაკლი მწითურმა (92 კგ) რუსეთის წარმომადგენელი მაგომედ კურბანოვი ბრძოლის დასრულებამდე 12 წამით ადრე ორქულიან ილეთზე დააგდო - 3:3, ბოლოს აღებული ქულებით გაიმარჯვა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) მოლდოველი ნიკოლაე ჩებანი 3:0 დაამარცხა და კარიერაში ევროპირველობებზე მეხუთე მედალს დაეუფლა.

 

გუნდურ ჩათვლაში ქართველმა მოჭიდავეებმა 104 ქულა მოაგროვეს და მე-4 ადგილზე გავიდნენ.