საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ქართველების 3 ოქრო პორტუგალიიდან - ქელეხსაშვილი, ხუციშვილი და მარსაგიშვილი მსოფლიოს სერიის ტურნირის გამარჯვებულები
11:41 | April 07 2019

საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ქალაქ ჩავესში 29-30 მარტს საპლაჟო ჭიდაობაში გამართულ მსოფლიოს სერიის პირველ სალიცენზიო ტურნირზე 4 წონითი კატეგორიიდან 3-ში გამარჯვება მოიპოვა.

 

ქელეხსაშვილმა (70 კგ) გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელ ილიასლის 2-2-ზე ბოლო ქულის ხარჯზე მოუგო, ხუციშვილმა (80 კგ) აზერბაიჯანის კიდევ ერთ წარმომადგენელ იუსუბოვს საჩემპიონო ბრძოლაში 3-0 სძლია.

 

ლონდონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორმა და ევროპის 2-გზის ჩემპიონმა დავით მარსაგიშვილმა კი ოქროს მედლისათვის თურქი მურატ ოზკანი 3-0 დაამარცხა. სტეფანწმინდელი ფალავანი ტურნირზე შესრულებული საუკეთესო გდებისათვისაც დაჯილდოვდა. "ბედნიერი ვარ რომ ჩავერთე საპლაჟო სახეობაში და დებიუტი გამარჯვებით ავღნიშნე, პლიაჟის ჭიდაობა გასაოცარია აქ სადღესასწაულო ატმოსფერო სუფევს" - აღნიშნავს მარსაგიშვილი.

 

საქართველოს ნაკრებს ჯემალ კილაძე და აკაკი კუნჭულია ხელმძღვანელობდნენ, ჩვენს დელეგაციას კი ლაშა ლომიძე თავკაცობდა.

 

აღნიშნული ტურნიი სან-დიეგოს ქვიშის თამაშებზე მოსახვედრი პირველი სალიცენზიო ტურნირია, დაგეგმილია კიდევ 3 მსოფლიოს სერიის ტურნირი, სადაც სპორტსმენები სალიცენზიო ქულებს დააგროვებენ.