საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

მუხრან ვახტანგაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 2019
12:48 | March 31 2019

29-30 მარტს ბათუმში მსოფლიოს ჩემპიონის და ოლიმპიური პრიზიორის მუხრან ვახტანგაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ახალგაზრდებს შორის გაიმართა, ჭიდიაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-ს ეგიდით ჩ ტარებულშეჯიბრზე მონაწილეობა 9 ქვეყნის ირანის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, საბერძნეთის, თურქეთის, ბელარუსის, ისრაელის და მასპინძელი საქართველოს ნაკრებებმა მიიღეს.

 

ჩემპიონ-პრიზიორები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ, საქართველოს ნაკრებიდან გამარჯვება აჭარის საჭიდაო სკოლის წარმომადგენლებმა ფრიდონ აბულაძემ (55 კგ), დიეგო ჩხიკვაძემ (60 კგ), ლერი აბულაძემ (63 კგ) და ხვიჩა ანანიძემ (67 კგ) მოიპოვეს. აღსანიშნავია ირანის ნაკრების შედეგი რომელიც უძლიერესი გუნდით ჩამოვიდა და 5 ოქროს მედალიც მიითვალა, საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა ნაკრებმა 197 ქულით პირველობა არავის დაუთმო, მეორეზე ირანი გავიდა 192 ქულით, მესამეზე სომხეთი 119 ქულა.

 

55 კგ
1. ფრიდონ აბულაძე (საქართველო)
2. აკაკი ოსიაშვილი (საქართველო)
3. რაიკო რაიკოვი (ბულგარეთი)
3. ალი ნოურბაკში (ირანი)

 

60 კგ
1. დიეგო ჩხიკვაძე (საქართველო)
2. ბექა გურული (საქართველო)
3. ჰასან მამადლი (აზერბაიჯანი)
3. ვასილ ხაჩიძე (საქართველო)

 

63 კგ
1. ლერი აბულაძე (საქართველო)
2. საედ არმანდაშტაკი (ირანი)
3. რუბერ ჰაკოვიანი (სომხეთი)
3. ევსემ შველიძე (საქართველო)

 

67 კგ
1. ხვიჩა ანანიძე (საქართველო)
2. ნიაზ არზუმანოვი (აზერბაიჯანი)
3. ფურკან ილდიზი (თურქეთი)
3. ბეჰნამ მაროუბჰანი (ირანი)

 

72 კგ
1. მოჰამედრეზა მოჰტარი (ირანი)
2. ანდრე სამეცი (ბელარუსი)
3. ოთარი აბულაძე (საქართველო)
3. მოჰამედრეზა როსტამი (ირანი)

 

77 კგ
1. მოჰამად ნაგოუსი (ირანი)
2. აშოტ კირაკოსიანი (სომხეთი)
3. დავით სოლოღაშვილი (საქართველო)
3. არტიომ ვოლოსკოვიჩი (ბელარუსი)

 

82 კგ
1. ჰოსეინ ფოროუზადე (ირანი)
2. ბექა გურული (საქართველო)
3. მუსტაფა ოლგუნი (ირანი)
3. ილიას პაგკალიდისი (ბელარუსი)

 

87 კგ
1. ჰასან ფოროუზადე (ირანი)
2. მუჰიტინ სარიჩიჩეკი (თურქეთი)
3. გიორგი მეტრეველი (საქართველო)
3. ლაჩინ ვალიევი (აზერბაიჯანი)

 

97 კგ
1. აბოლფაზი სეიდმაჰდავი (ირანი)
2. ჰამედ აბდოვალი (ირანი)
3. პავლოვ კალოიანი (ბულგარეთი)
3. ტარიშ აბიევი (აზერბაიჯანი)

 

130 კგ
1. ნიკოლას ტოუნიასი (საბერძნეთი)
2. კუკური ბარბაქაძე (საქართველო)
3. ჰასან იუსუბოვი (აზერბაიჯანი)
3. სამვე სიმონიანი (სომხეთი)