საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე 7 მედალი და გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს
12:59 | March 08 2019

ქართველების ტრიუმფით დასრულდა 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში.

 

ქართველმა მოჭიდავეებმა სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 7 მედალი, 5 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო და გუნდური პირველი ადგილი დაისაკუთრეს.

 

შეჯიბრის დასკვნით დღეს ჩემპიონობა 72 კილოში რამაზ ზოიძემ იზეიმა, ქართველმა გადამწყვეტ შეხვედარში რუსს მაგომედ იარბილოვს 7:1 სძლია. ზოიძემ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვა და ამასთან, ასაკობრივი ევროპირველობის გამარჯვებული კარიერაში მეხუთედ გახდა.

 

ფინალში იჭიდავა გიორგი მელიამაც, (97 კილოგრამში) მოასპარეზე ფალავანი ვერცხლის მედალს დასჯერდა.
შეგახსენებთ, რომ შეჯიბრის პირველ ფინალურ დღეს ევროპის ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია, ლევან ქავჟარაძე, გურამ ხეცურიანი და ზვიად პატარიძე გახდნენ, ბრინჯაოს მედალი კი ბექა მამუკაშვილმა მოიპოვა.

 

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 178 ქულა მოაგროვა და პირველობა არავის დაუთმო, მეორე რუსეთი (167) იყო, მესამე კი – თურქეთი (141).