საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფალური დასაწყისი - 4 ოქრო და 1 ბრინჯაო
12:47 | March 08 2019

სერბეთში მიმდინარე 23-წლამდე ევროპირველობის პირველ საფინალო დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტით ნაკრებმა 5 წონითი კატეგორიიდან 4 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

ევროპის ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლევან ქავჟარაძე (63 კგ), გურამ ხეცურიანი (87 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედალი ბექა მამუკაშვილმა (77 კგ) მოიპოვა.

 

55 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნუგზარ წურწუმიამ ფინალურ შეხვედრაში დიდი უპირატესობით 9:0 დაამარცხა რუმინელი ფლორინ ტიტა. წურწუმიას მსგავსად ევროპის ჩემპიონი ლევან ქავჟარაძე გახდა, რომელიც 63 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედლისათვის სომეხ სლავიკ გალსტიანს 10-8 მოუგო, გურანმა ხეცურიანმა (87კგ) რუსეთი სახელით მოასპარეზე გაზი ჰალილოვი 5:1 დაამარცხა და პირველად გახდა ევროპირველობის გამარჯვებულ. საქართველოს რიგით მეოთხე ოქროს მედალი პატარიძემ (130კგ) მოუტანა. ქართველმა ფალავანმა ფინალში რუმინელ ისტვან ბერეის პირველი პერიოდი 4:0 მოუგო, მეორე პერიოდში კიდევ ერთი ქულა აართვა და ასაკობრივ ევროპირველობებზე ჩემპიონობა მეექვსედ იზეიმა.

 

ბრინჯაოს მედალი კი ბექა მამუკაშვილის ანგარიშზეა, რომელიც 77 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე მამუკაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში 3-0 აჯობა აზერბაიჯანელ ნასირ ჰასანოვს.

 

ჩვენი ნაკრები პირველი საფინალო დღის შემდეგ საერთო გუნდური ჩათვლაში პირველ ადგილზეა და დიდი უპირატესობით უსწრებს რუსეთისა და თურქეთის ნაკრებებს.