საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

სამივე სინჯის თითო მედალი ბულგარეთის სარეიტინგო ტურნირიდან
01:50 | March 04 2019

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა თითო ოქრო, ვერცხლის და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს ბულგარეთში გამართულ "დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის" სახელობის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე.

 

 
ჩემპიონი ნაკრების უმსუბუქესი წევრი ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ.) გახდა, გორელმა ფალავანმა ბრწყინვალედ იასპარეზა და ოთხივე მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა.

 

ალჟილერ ჰერბაჩეს 13-2 და უკრაინის წარმომადგენელ არმენ არაკელიანს 13-10 მოუგო, ნახევარფინალში აშკარა უპირატესობით გაუსწორდა ფრანგ ელ ქუარაქს 12-2, ოქროს მედლისათვის კი თურქების მსოფლიოს პრიზიორ სულეიმან ატლის 6-3 აჯობა.

 
ტურნირის ვიცე-ჩემპიონი ირაკლი მწითური (92 კგ), ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი ნიკა კენჭაძე (79 კგ) გახდა.


კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლის კარგი შანსი ჰქონდა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერ გენო პეტრიაშვილსაც (125 კგ.), რომელიც ნახევარფინალამდე დამაჯერებლად მივიდა, თუმცა, ამავდროულად, ხელის ტრავმა მიიღო და უკრაინელ ალეკსანდრ ხოციანოვსკისთან საჭიდაოდ ვეღარ გავიდა.

 

57 კგ

1. ბექა ბუჯიაშვილი (საქართველო)
2. სულეიმან ატლი (თურქეთი)
3. არმენ არაკელიანი (უკრაინა)
3. გიორგი ვანგელოვი (ბულგარეთი)

 

61 კგ
1. ნურისლამ სანაევი (ყაზახეთი)
2. სანდიპ ტომარი (ინდოეთი)
3. არიან ტიუტრინი (რუსეთი)
3. ვლადიმირ ბურუკოვი (უკრაინა)

 

65 კგ
1. ბაჯრანგ პუნია (ინდოეთი)
2. მაიკლ ოლივერი (აშშ)
3. ნიურგინ სკრიაბინი (ბელარუსი)
3. ბალტერ ფუტრელი (აშშ)

 

70 კგ
1. ილიას ბეკბულატოვი (რუსეთი)
2. ანზორ ზაკუევი (რუსეთი)
3. ვიქტორ რასადინი (რუსეთი)
3. ჯეიმს გრინი (აშშ)

 

74 კგ
1. ჯორდან ბაროუზი (აშშ)
2. ბეკზოდ აბდურახმანოვი (უზბეკეთი)
3. ფრანკ ჩამიზო (იტალია)
3. იაკუბ გორი (თურქეთი)

 

79 კგ
1. ალექსანდრ დიერინგერი (აშშ)
2. ომარასხაბ ნაჟმუდინოვი (რუმინეთი)
3. აცამაზ სანაკოევი (რუსეთი)
3. ნიკა კენჭაძე (საქართველო)

 

86 კგ
1. ჰასან იაზდანიჩარათი (ირანი)
2. ალი შაბანოვი (ბელარუსი)
3. ბორის მაკოევი (სლოვაკეთი)
3. აჰმედ აიბუევი (საფრანგეთი)

 

92 კგ
1. მაგომედ კურბანოვი (რუსეთი)
2. ირაკლი მწითური (საქართველო)
3. იბრაგიმ ბოლუკბაში (თურქეთი)
3. მაიკლ მაჩიაველო (აშშ)

 

97 კგ
1. კაილ სნაიდერი (აშშ)
2. ვალერი ანდრეიცევი (უკრაინა)
3. რეზა იაზდანი (ირანი)
3. მურაზ მჭედლიძე (უკრაინა)

 

125 კგ
1. პავრიზ ჰადი (ირანი)
2. ოლექსანდრ ხოციავინსკი (უკრაინა)
3. დანიელ ლიგეტი (უნგრეთი)
3. საიდ გამიდოვი (რუსეთი)