საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

9 მედალი და გუნდური ჩემპიონობა - თავისუფალი სტილით ნაკრების ტრიუმფი საფრანგეთში
11:57 | February 04 2019

2 თებერვალს, ფრანგულ ნიცაში "ანრი დეგლანის" სახელობის საერთაშორისო გრან-პრის გათამაშება გაიმართა სადაც დიდი წარმატებით იასპარეზა საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებმა.

 

გიორგი იანტბელიძის შეგირდებმა 4 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

 

ტურნირის ჩემპიონები ოთარ გოგავა (57 კგ), ბექა ლომთაძე (61 კგ), ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ) და დავით ხუციშვილი (79 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედალს ტარზან მაისურაძე (86 კგ) დაეუფლა ხოლო ბრინჯაოს მედლები ლაშა ლომთაძეს (57 კგ), ზურაბ ერბოწონაშვილს (74 კგ), მამუკა კორძაიას (97 კგ) და როლანდ ანდრიაძეს (125 კგ) ხვდად წილად.

 

გუნდური ჩემპიონობისათვის საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზირი მისივე ხელმოწერითა და მილოცვით საქართველოს ნაკრებს გადაეცა. ჩვენმა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში ყველას დიდი უპირატესობით აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე გერმანიის ნაკრები ხოლო მესამეზე ბელარუსია გავიდა.