საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ბერძნულ-რომაული ნაკრების 6 მედალი თურქეთიდან
11:53 | February 04 2019

1-3 თებერვალს სტამბულში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში "ვები ემრეს და ამიდ ყაფლანის" სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, შეჯიბრების ბოლოს დღეს საქართველოს ნაკრებმა კიდევ 3 მედალი - 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვა.

 

ტურნირის ვიცე-ჩემპიონი დემურ ქავთარაძე (77 კგ) გახდა, მესამე საპრიზო ადგილები საჩინო დავითაიამ (67 კგ) და შალვა ხაჩიძემ (87 კგ) დაიკავეს.

 

შეგახსენებთ რომ პირველ საფინალო დღეს ჩვენმა ნაკრებმა 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

ჩემპიონი ოზურგეთელი ლევან ქავჟარაძე (63 კგ) გახდა ვინც ფინლაში აზერბაინელი კამრან მამადოვი 7-1 დაამარცხა, ბრინჯაოს მედლები ზურაბ მაჭარაშვილმა (55 კგ) და გიორგი მელიამ (97 კგ) მოიპოვეს.

 

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები 117 ქულით მესამე ადგილზე გავიდა, პირველ ადგილზე მასპინძელი თურქეთი გავიდა 205 ქულით ხოლო მეორეზე ირანი 149 ქულა.

 

"ვები ემრეს და ამიდ ყაფლანის" რიგით 37-ე საერთაშორისო ტურნირზე რომელიც UWW-ს ეგიდით გაიმართა 11 ქვეყნის 200-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.