საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

საქართველოს თასი თავისუფალ ჭიდაობაში 23-წალმდელთა შორის.
02:11 | December 31 2018

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 24-26 დეკემბერს საქართველოს თასის გათამაშებაზე 23-წლამდელთა შორის, საპრიზო სამეულები შეივსო ათ წონით კატეგორიაში შეივსო. თბილისში გამართულ შეჯიბრებაზე, 25 დეკემბერს ოქროს მედლისთვის ბრძოლაში 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები  ნიკა კენჭაძე (79 კგ) და გივი მაჭარაშვილიც (97 კგ) ჩაებნენ. ორივე ფავორიტი იყო, მაგრამ მხოლოდ ერთმა მიაღწია წარმატებას.


მაჭარაშვილმა ფინალიც ისე ლაღად ჩაატარა, როგორც წინა დღის შეხვედრები – ბექა ჭელიძეს ადვილად აჯობა და შიდა კონკურენციის ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა. კენჭაძემ კი ბევრისთვის მოულოდნელად, ვერაფერი მოუხერხა ტარიელ გაფრინდაშვილს, რომელმაც თავისზე გამოცდილ და ტიტულოვან მეტოქეს 12 ქულა აუღო და ვადაზე ადრე მოუმთავრა საქმე.


უმსუბუქესი წონითი კატეგორიის – 57 კილოგრამის ფინალში რობერტ დინგაშვილმა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა გიორგი ღონიაშვილი. ასევე დრამატული და სანახაობრივი შეხვედრით დაგვირგვინდა 70 კილოგრამის შიდა კონკურენცია – ივერი ჯულაყიძემ მირზა სხულუხიას წინააღმდეგობა ბოლო წამებზეღა გატეხა. 65 კილოგრამში კი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ედემი ბოლქვაძე ავიდა, რომელმაც გადამწყვეტი გამარჯვება ნაკრების წევრ ამირან ვახტანგიშვილთან მოიპოვა.

შეჯიბრების დასკვნით დღეს კი ჩემპიონები თეიმურაზ ვანიშვილი (61 კგ), გიორგი სულავა (74 კგ), ზაურ ბერაძე (86 კგ), დემურ მეგენეიშვილი (92 კგ) და ზურიკო ურთაშვილი (15 კგ) გახდნენ.

 

თავისუფალი ჭიდაობა

საქართველოს თასი, თბილისი

25-26 დეკემბერი დეკემბერი

 

57 კგ

1 რობერტ დინგაშვილი (ყვარელი)

2 გიორგი ღონიაშვილი (თბილისი)

3 დავით მიკიჩიანი (გორი)

3 გოგა ძიგუა (სამტრედია)

 

61 კგ
1. თეიმურაზ ვანიშვილი (გორი)
2. გოდერძი ძებისაშვილი (გორი)
3. თორნიკე ქათამაძე (აჭარა)
3. გიორგი ჭოლაძე (ქუთაისი)

 

65 კგ

1 ედემი ბოლქვაძე (სამტრედია)

2 ამირან ვახტანგიშვილი (გორი)

3 გია უგრელიძე (სამტრედია)

3 დავით ფაცინაშვილი (გორი)

 

70 კგ

1 ივერი ჯულაყიძე (სამტრედია)

2 მირზა სხულუხია (ქუთაისი)

3 გია ავალიანი (სამტრედია)

3 გიორგი ელბაქიძე (ამბროლაური)

 

74 კგ
1. გიორგი სულავა (ქუთაისი)
2. გოგა მამიაური (თბილისი)
3. არტურ თანგამიანი (ნინოწმინდა)
3. ნუგზარ სხირელი (გორი)

 

79 კგ

1 ტარიელ გაფრინდაშვილი (თბილისი)

2 ნიკა კენჭაძე (ამბროლაური)

3 ევსემი შველიძე (ხარაგაული)

3 ლაშა ბაირამოვი (ქარელი)

 

86 კგ
1. ზაურ ბერაძე (ხარაგაული)
2. მირიან მაისურაძე (ონი)
3. თორნიკე კვინიკაძე (ხაშური)
3. დავით ფირუზაშვილი (თბილისი)

 

92 კგ
1. დემურ მეგენეიშვილი (სამტრედია)
2. მექი სიმონია (ქუთაისი)
3. იუზა ცერცვაძე (თბილისი)
3. გურამ ენდელაძე (ქუთაისი)

 

97 კგ

1 გივი მაჭარაშვილი (მცხეთა)

2 ბექა ჭელიძე (თბილისი)

3 როლანდ მანაშვილი (თბილისი)

3 გიორგი მაჭარაშვილი (გორი)


 

125 კგ
1. ზურიკო ურთაშვილი (მცხეთა)
2. ალექსი ჟორჯოლიანი (ქუთაისი)
3. გიორგი შამათავა (აფხაზეთი)
3. მარად ვანაძე (აჭარა)