საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ოლიმპიურმა კომიტეტმა 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოავლინა
01:10 | December 22 2018

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2018 წლის სეზონი შეაჯამა და რამდენიმე ნომინაციაში დაასახელა საუკეთესოები. ჯილდოების უმეტესობა მოჭიდავეებს ერგოთ.

 

საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი გახდა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი ჩხიკვაძე, რომელიც გასულ სეზონში ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე დაეუფლა ოქროს მედალს.

 

2018 წლის აღმოჩენად დასახელდა ევროპის და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია, რომელმაც 23-წლამდელთა შორის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულები მოიპოვა.

 

საუკეთესო მწვრთნელი გახდა თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის - გენო პეტრიაშვილის პირადი მწვრთნელი ნუგზარ სხიერელი. თავად გენო პეტრიაშვილი კი 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენის ნომინაციაში იყო წარდგენილი, ძალოსან ლაშა ტალახაძესთან, ძიუდოისტ გურამ თუშიშვილთან და ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილთან ერთად. დელეგატებმა არჩევანი ტალახაძეზე შეაჩერეს.

 

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ულოცავს ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს მორიგ აღიარებას.