საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ბერძნულ-რომაული ნაკრების სამი მედალი ყაზახეთიდან
10:57 | December 01 2018

17-18 ნოემბერს, ყაზახეთის ქალაქ ალმატში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში "ბოლატ ტურლიხანოვის" სახელობის საერთაშორისო თასისი გათამაშება გაიმართა.

 

ტურნირზე რომელიც მხოლოდ ოლიმპიურ წონით კატეგორიებში გაიმართა საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრებმა სამი მედლის მოპოვება შეძლეს.

 

ვიცე-ჩემპიონები ლერი აბულაძე (60 კგ) და ზურაბ დათუნაშვილი (87 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედალს მძიმეწონოსანი ლევან არაბული (130 კგ) დაეუფლა. ჩვენმა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში 88 ქულით მესამე ადგილი დაიკავა.