საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

U23! 3 ოქრო, ბრინჯაო და გუნდური მეორე ადგილი მსოფლიოს ჩემპიონატიდან
10:33 | December 01 2018

ბუქარესტში დასრულდა 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი სადაც ზურაბ ჭიღლაძის ხელმძღვანელობით საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებმა ყველა ქვეყანაზე მეტი ოქროს მედლის მოპოვება შეძლო, 3 ოქრო და 1 ბრინჯაო ასეთის ჩვენი ნაკრების მონაგარი.

 

მსოფლიოს ჩემპიონები ძმები ავთო (74 კგ) და ნიკა (79 კგ) კენჭაძეები გახდნენ, ასევე ოქროს მედალი მოიპოვა გივი მაჭარაშვილმა (97 კგ), მძიმეწონოსანი როლანდ ანდრიაძე კი ბრინჯაოს დაეუფლა.

 

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 108 ქულით მეორე ადგილი დაიკავა. თუმცა როგორც ზემოთ ავღნიშნეთ მედლების სინჯის მიხედვით პირველ ადგილზე ვიმყოფებით.

 

ნაკრების მწვთნელები: ზურაბ ჭიღლაძე, აკაკი კუნჭულია, ოთარ თუშიშვილი.