საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ნიკა კენჭაძე და გივი მაჭარაშვილი მსოფლიო ჩემპიონები არიან!
10:16 | December 01 2018

საქართველოს თავისუფალის სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა მსოფლიოს 2018 წლის 23-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ ფინალურ დღეს 2 ოქროს მედლის მოპოვება მოახერხეს. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ნიკა კენჭაძე (79 კგ.) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ.) ავიდნენ.

 

კენჭაძემ ფინალში კი რუსეთის ნაკრების წევრ გაჟი ნაბიევს 3:0 მოუგო. მანამდე კი ბულგარელი რაშიდ ისმაილი 5:2 დაამარცხა, მეოთხედფინალში რუმინელ ომარაშხაბ ნაჟმუდინოვს 7:0 სძლია, ნახევარფინალში იაპონელ იაჯურო იამასაკის აჯობა (4:0).


ფენომენალური შედეგი აჩვენა მაჭარაშვილმა, რომელმაც ტურნირზე ოთხი გამარჯვება იზეიმა და ოთხივე მეტოქეს 10:0 სძლია. გივიმ გზიდან ჩინელი ჩაოქიან იანგი, ინდოელი კარანდეეპ სინგჰ ნაჰალი, ირანელი ალი ხალილ შაბანიბენგარი და ამერიკელი კოლინ რეიმონდ მური ჩამოიცილა.