საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრები მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია
10:05 | December 01 2018

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე გუნდური ჩათვლის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა.


შეგახსენებთ, რომ რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ ტურნირზე, ქართველმა ფალავნებმა 5 მედალი მოიპოვეს. მსოფლიოს ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (55 კგ.), გელა ბოლქვაძე (82 კგ.) და ზვიად პატარიძე (130 კგ.) გახდნენ, რამაზ ზოიძემ (72 კგ.) ვერცხლი დაისაკუთრა, გიორგი მელიამ (97 კგ.) კი – ბრინჯაო.

 

სოსო ჯაბიძის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 126 ქულა მოაგროვა და მე-2 ადგილზე გასულ რუსეთს 25 ქულით გაუსწრო, მესამეზე კი თურქეთი გავიდა 87 ქულით.