საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

გელა ბოლქვაძე მსოფლიოს ჩემპიონია, ზოიძე ვერცხლის, მელია კი ბრინჯაოს მედალოსანი.
09:55 | December 01 2018

14 ნომბერს, ბუქარესტში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილის ჭიდაობაში მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე გელა ბოლქვაძემ (82 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, რამაზ ზოიძემ (72 კგ), ვერცხლის, გიორგი მელიამ (97 კგ) კი ბრინჯაოსი.

 

ფინალში ბოლქვაძემ რუმინელ ნიკუ ოჯოგს ბოლო ილეთის უპირატესობით სძლია (3:3), იქამდე კი ჩინელი ჰაიტაო ქიანი, ბელარუსი მიკიტა კლიმოვიჩი და იაპონელი ცურუდა დაამარცხა.

 

ზოიძემ მეოთხე მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ვერ შეძლო, ფინალში მხოლოდ ერთი გაფრთხილებით დამარცხდა თურქ ჩენგიზ არსლანთან. ზოიძემ გადამწყვეტ ბრძოლამდე ირანელ ალი რეიზოლა არსალანს, უზბეკ არამ ვარდანიანს, რუსეთის წარმომადგენელ ნარეკ ოგანიანს და ყაზახ კისიმეტოვს სძლია.

 

მელიამ მესამე ადგილისთვის ბრძოლა იტალიის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ კახელაშვილს მოუგო. მან ფინალამდე ყაზახ ოლჟას სირლიბაის, ლიტველ რომას ფრიდრიკასს, გერმანელ იან ზირნის მოუგო, ნახევარფინალი კი რუს ალეკსანდრ გოლოვინთან წააგო.