საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

"თავისუფლებმა" მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა 4 მედლით და გუნდური მე-3 ადგილით დაასრულეს
11:54 | October 26 2018

წარმატებიით დაასრულა ასპარეზობა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 20-24 ოქტომბერს, უნგრეთის დედაქალა ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე სადაც 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 

 

მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა გორელი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი, ამბროლაურელი დებიუტანტი ავთანდილ კენჭაძე (74) ვერცხლს დასჯერდა, ხოლო მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატის მესამეპრიზიორები ყვარლელი ზურაბ იაკობიშვილი (70) და თბილისელი ელიზბარ ოდიკაძე (97) გახდნენ.

 

გიორგი იანტბელიძის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში 105 ქულით მესამე ადგილი დაიკავა.