საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

გიორგი გეგელაშვილი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონია
09:49 | October 16 2018

ბუენოს აირესში, ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე 14 ოქტომბერს დასრულდა მოჭიდავეთა ოლიმპიური ტურნირი. ბოლო დღეს საქართველოს გუნდს ვერცხლის მედალი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი გეგელაშვილმა (48 კგ) მოუტანა.

 

ჩვენი ფალავანი პირველ ორ მეტოქეს იოლად გაუმკლავდა -კოლუმბიელ არმანდო ზულუაგა კუევასს 12:1 მოუგო, ნაურუელ დიზიელ დეტუდამოს კი 25 წამში10:0 აჯობა.


ფინალში გეგელაშვილი უზბეკ უმიჯონ ჯალოლოვს შეხვდა, 2:8 დამარცხდა და ოლიმპიური ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. 


არგენტინაში სულ სამმა ქართველმა მოჭიდავემ იასპარეზა და სამივემ მედალი აიღო: გეგელაშვილის მსგავსად, ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი გახდა გიორგი თოხაძე, გიორგი ჩხიკვაძემ კი საქართველოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ოქრო მოუტანა.