ზურაბ წიქარიძე ვეტერანებს შორის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია

5-7 ოქრომბერს, რუსეთის ქალაქ პერმში ვეტერანებს შორის მსოფლიოს პირველობა ამჯერად ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გაიმართა.
საქართველოს ნაკრების სულ 2 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი - გელა გელაძე (78 კგ) და ზურაბ წიქარიძე (100 კგ)
წიქარიძემ ზედიზედ მესამედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, ქართველმა ფალავანმა ფინალამდე ყველა შეხვედრა წმინდად მოიგო, თურქი მეტოქეები მუსტაფა ლაგაპი და ბულეტ ჰიკმეტი სუფთად გააკრა ბეჭებზე, რუმინელ კოსტელ იუნჩუს 8-0 მოუგო, ნახევარფინალში ასევე აშკარა უპირატესობით 8-0 გაანადგურა რუსი სერგეი უსტიმოვი, ოქროს მედლისათვის რუსების კიდევ ერთი წარმომადგენელი ალექსანდრ არხანგელსკი 4-1 დაამარცხა და დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას ქართული ჰიმნიც მოასმენინა



