საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

სამივე სინჯის თითო მედალი პოლონეთიდან
12:37 | July 25 2015

ვარშავაში დასრულა ვაცლავ ციალოვსკის სახელობის რიგით 24-ე საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში სადაც საქართველოს ნაკრებმა სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვა. საუკეთესო შედეგი აჩვენა მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა (125) რომელმაც 4 შეხვედრაში იმარჯვა. პოლონელი კაროლ ტურჩინსკი 9-2, ჩინელი ჟივეი დენგი 10-3 დაამარცხა,  ნახევარფინალში რუსეთს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერს მურადინ კუშხოვს 2-2 ზე მოუგო. ფინალში კი ბელარუსი იალექსეი ნიკოლაევი 6-0 დაამარცხა.

ტურნირის შარშანდელმა გამარჯვებულმა ელიზბარ ოდიკაძემ (97) ამჯერად ვერ შეძლო შედეგის გამეორება და მეორე ადგილზე გავიდა. ფინალში ოდიკაძემ ირანელ აბას ტაჰანთან 1-3 დათმო შეხვედრა მანამდე კი თურქი რეზა ილდირიმი 8-2, იაპონელი იამაგუჩი ტოლასკი 5-0, ირანელი მოჰამადჰოსეინი მოჰამადიანი 5-2, ნახევარფინალში კი თურქი იბრაჰიმ ბოლუკბაში 3-2 დაამარცხა. 

ბექა ლომთაძემ (61) იაპონელ მასდრამ კამოისთან 7-10 დათმო შეხვედრა მესამე ადგილისთვის კი კიდევ ერთხელ დაამარცხა ბულგარელი რადოსლავ ველიკოვი 9-1 და  ბრინჯაოს დაეუფლა.

ტურნირის კიდევ ერთმა შარშარდელმა გამარჯვებულმა ჯაბა ყველაშვილმა (86) ამჯერად წონა არ დაიკლო და ერთი წონით მძიმე კატეგორიაში იასპარეზა, პირველ შეხვედრაში პოლონეთი პატრიკ დუბლინოვსკი 4-3 დაამარცხა მომდევნო შეხვედრაში კი თავად დამარცხდა პოლონელ იეზიერზანსკისთან 8-4 და გამოეთიშა ასპარეზობას, ამავე წონაში სანდრო ამინაშვილმა (86) პირველივე შეხვედრა დათმო ჩინელ სირიგულენგთან 6-14. უმედლოდ დარჩა დავით ტლაშაძეც (70) პოლონელი ფამიტ დამიანის 12-2 დამარცხების შემდეგ ბელარუს აზამოტ ივნიკანთან 3-4 დამარცხა.

გუნდს დავით პოღოსიანი და არჩილ ქიტიაშვილი ხელმძღვანელობდნენ