საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ვეტერანების 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მსოფლიოს ჩემპიონატიდან
10:14 | October 11 2018

მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში დღეს დასრულდა მსოფლიოს პირველობა თავისუფალ ჭიდაობაში ვერეტერანებს შორის, სადაც ქართველმა ფალავნებმა სამი მედალი მოიპოვეს.

 

ვეტერანებს შორის ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ტიტულოვანი ქართველი ფალავანი ლუკა კურტანიძე, ვინც მძიმე წონით კატეგორიის (130 კგ) ფინალში ბულგარელი დიმიტროვ კაშინოვი დაამარცხა, შეგახსენებთ რომ კურტანიძე უფროსებს შორის მსოფლიოს ორგზის, ევროპის ხუთგზის ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების ორგზის ბრინჯაოს პრიზიორია.

 

მეორე ოქროს მედალი 70 კგ-ში ამირან ციკვაძემ მოიპოვა, ფინალში იაპონელი კოჯი ფურუსატუ 7-3 დაამარცხა, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი 88 კგ კატეგორიაში იოსებ ხუციშვილი გახდა.