საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

რამაზ თურმანიძე და ნიკოლოზ ჭიკაიძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები არიან
10:03 | October 11 2018

17-23 სექტემბერს, სლოვაკეთის ქალაქ ტრნავამ ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს პირველობას უმასპინძლა, სადაც საქართველოს ნაკრებებმა 3 მედალი - 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვა.

ვერცხლის მედალს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებიდან ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონი ნიკოლოზ ჭიკაიძე (72 კგ) დაეუფლა. ქართველმა ფალავანმა ფინალამდე 4 მეტოქე ჩამოიცილა - ესტონელი ანდრიას პენტი და უკრაინელი იჰორ ბიჩკოვი აშკარა უპირატესობით 9-0 დაამარცხა, თურქ ერკან ერგენს 3-1 შემდეგ კი ნახევარფინალში იაპონელ მინტო მაედას 5-2 მოუგო, ფინალური შეხვედრა კი ირანელ ამინ კავიანინეჯადთან დათმო.

 

თავისუფალი სტილით ნაკრებიდან ბრწყინვალედ იასპარეზა რამაზ თურმანიძემ (61 კგ) რომელმაც ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ფინალამდე ბათუმელმა ფალავანმა ბულგარელი ჰუსეინ ბეკირი 14-3 და კორეელი მინსუ ჩო 10-2 დაამარცხა, ნახევარფინალში სუფთად გაუსწორდა ყაზახ სირბაზ ტალგატს 10-0, ოქროს მედლისათვის შეხვედრაში კი რუსეთის წარმომადგენელ აბასგაჟი მაგომედოვთან დამარცხდა.

 

ბრინჯაოს მედალი ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ზურიკო ურთაშვილმა (97 კგ) მოიპოვა, მცხეთელმა ფალავანმა გადამწყვეტ შეხვედრაში თურქ ფეიზულა აკტურქს 9-3 მოუგო.