საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

რამაზ ზოიძე ოლეგ კარავაევის საერთაშორის ტურნირის ჩემპიონია - 4 მედალი მინსკიდან
09:41 | October 11 2018

17-19 სექტემბერს, ბელარუსიის დედალაქ მინსკში ოლეგ კარავაევის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, სადაც საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა 4 მედლის მოპოვება შეძლო. 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო - ასეთია ჩვენი გუნდის მონაგარი.

 

ტურნირის გამარჯვებული რამაზ ზოიძე (72 კგ) გახდა ვინც ქართულ ფინალში ოლიმპიური პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე თანაბარ ბრძოლაში 3-2 დაამარცხა. ჩემპიონობამდე ერთი გამარჯვება დააკლდა გელა ბოლქვაძეს (82 კგ) რომელიც ვერცხლის მედალს დასჯერდა, ბრინჯაო კი ლაშა გობაძეს (87 კგ) ხვდა წილად ვინც გადამწყვეტ შეხვედრაში მასპინძელი ანტონ კურსი 3-2 დაამარცხა. აღსანიშნავია რომ შმაგი ბოლქვაძე და ლაშა გობაძე ზედა წონით კატეგორიებში ასპარეზობდნენ.