საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

მოჭიდავეების ტრიუმფი პოლონეთში, 6 მედალი და გუნდური პირველი ადგილი
12:24 | September 11 2018

9 სექტემბერს, ვარშავაში დასრულდა "ციოლკოვსკის" სახელობის საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში სადაც დიდი წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა, ჯამში 6 მედალი - 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვა.

 

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-ს ეგითი გამართულ უმაღლესი კატეგორიის შეჯიბრზე სადაც 27 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას გიორგი იანტბელიძის გაწვრთნილმა ნაკრებმა 136 ქულით გუნდური პირველი ადგილი არავის დაუთმო, მეორე ადგილი ყაზახეთს 135 ქულა ხოლო მესამე რუსეთის ნაკრებს 134 ქულა ხვდად წილად.

 

ტურნირის ჩემპიონები ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლებს ლადო ხინჩეგაშვილი (65 კგ) და დავით ხუციშვილი (79 კგ) დასჯერდნენ, ბრინჯაოს მედალი დავით მარსაგიშვილმა (92 კგ) მოიპოვა.

 

სამივე ქართველმა ფალავანმა ფინალი აშკარა უპირატესობით მოიგო, მსოფლიოს ჩემპიონმა ზურაბ იაკობიშვილმა ყაზახ ამანდი ბაკეიევს 12-2 მოუგო, ავთო კენჭაძემაც ჩინელ ვეი ვუს 12-1  და ელიზბარ ოდიკაძემ ყაზახ მამედ იბრაგიმოვს 12-0 სძლია.