გივი მაჭარაშვილი სომხეთის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია

8 სექტემბერს, სომხურ ვანაძორში დასრულდა "სტეპან სარგსიანის თასის" ტრადიციული საერთაშორისო გათამაშება თავისუფალ ჭიდაობაში სადაც საქართველოს ნაკრებმა 6 მედალი მოიპოვა.
UWW-ს ეგითიდ გამართულ ტურნირზე 15 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა, უფროსებს შორის მძიმე 125 კგ კატეგორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა ახალგაზდებსა და 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონმა გივი მაჭარაშვილმა. მცხეთელმა ფალავანმა ფინალში რუსეთის ნაკრების წევრი ტიმურ ბაზაევი 8-1 დაამარცხა.
ბრინჯაოს მედლები ამირან ვახტანგიშვილმა, გიორგი რევაზიშვილმა (ორივე 61 კგ), მირზა სხულუხიამ (70 კგ), დავით ტლაშაძემ (74 კგ) და მამუკა კორძაიამ (97 კგ) მოიპოვეს.
გუნდს ზურაბ ჭიღლაძე, არჩილ ქიტიაშვილი და ოთარ თუშიშვილი ხელმძღვანელობდნენ.


