საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ზურიკო ურთაშვილი ევროპის ჩემპიონია - თავისუფალი სტილით ახალგაზრდების 4 მედალი
01:12 | August 13 2018

5 აგვისტოს იტალიის დედაქალაქ რომში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა, სადაც საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებმა 4 მედალი - 1 ოქრო და 3 ბრინჯაო მოიპოვა.

 

კონტინენტის ჩემპიონი ზურიკო ურთაშვილი (97 კგ) გახდა, მცხეთელმა ფალავანმა საფინალო გზაზე ყველა მეტოქე აშკარა უპირატესობით ჩამოიცილა, იტალიელ ლუის მაკუს 13-0, ბელარუს იაროსლავ სლავიკოვსკის 10-0 და უკრაინელ ოლექსანდრ ვიკანოვს 10-0 სძლია, ფინალში კი თურქ ფეიზულა აკტურკს 9-1 მოუგო.

 

ბრინჯაოს მედლები თეიმურაზ ვანიშვილმა (57 კგ), რამაზ თურმანიძემ (61 კგ) და დემურ მეგენეიშვილმა (86 კგ) მოიპოვეს. ვანიშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში რუსი პეტრ კოპილოვი 8-2, თურმანიძემ მოლდაველი ლეონიდ კოლესნიკი 10-0 და მეგენეიშვილმა სომეხი მჰერ მარკოსიანი 8-4 დაამარცხა.

 

გიორგი ელბაქიძეს (65 კგ), ივერი ჯულაყიძეს (70 კგ) და ბექა ნადაშვილს  მედლამდე თითო გამარჯვება დააკლდათ.