საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ჭკუასელიძე ევროპის ჩემპიონია - ახალგაზრდების 4 მედალი და გუნდური მეორე ადგილი რომიდან
12:51 | August 13 2018

რომში დასრულა ევროპის პირველობა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდებს შორის, სადაც საქართველოს ნაკრებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა გამოსვლა.

 

კონტინენტის ჩემპიონი თემურ ჭკუასელიძე (87 კგ) გახდა, ბორჯომელმა ფალავანმა ჯამში 4 მეტოქე დაამარცხა, აღსანიშნავია ნახევარფინალში მოპოვებული გამარჯვება რუსეთის ნაკრების წევრ მაგომედ აბუბაკაროვთან სადაც ქართველმა ფალავანმა ბრწყინვალედ შესრულებული ეფექტური გდებით (თავზე გადახტომი) 12-9 დაამარცხა მეტოქე, ფინალში კი უნგრელ ალექს სზოკეს მოუგო 7-1.

 

ევროპის ვიცე-ჩემპიონი და შესაბამისად ვერცხლის პრიზიორი ჯონი ხეცურიანი (67 კგ), ბრინჯაოს მედლები ლერი აბულაძემ (63 კგ) და ბექა გურულმა (77 კგ) მოიპოვეს. აბულაძემ გადამწყვეტ შეხვედრაში რუსეთის წარმომადგენელ ემილ ზიგაშინს მოუგო 6-2, ბექა გურულმა კი უკრაინელი დმიტრო ვასეცკის დაამარცხა 5-0.

 

მედლის მოპოვებამდე თითო გამარჯვება დააკლდათ ირაკლი ძიმისტარიშვილს (60 კგ), ნიკოლოზ ჭიკაძეს (72 კგ) და ბექა მაკარიძეს (130 კგ).

 

რევაზ ლაშხის გაწვთნილმა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა, პირველზე რუსეთი გავიდა ხოლო მესამეზე სომხეთი.

 

მთავარი მწვრთნელი: რევაზ ლაშხი
მწვრთნელები: გიორგი ჯობავა, თამაზ გოგელია, გიორგი ავაზაშვილი
ექიმი: გიორგი მურცხვალაძე