საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ლაშა გობაძე თურქეთის სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებულია
11:42 | July 30 2018

20-22 ივლისს, სტამბლში "ვები ემრეს და ჰამიდ კაპლანის" ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი გაიმართა რომელიც წელს სარეიტინგო სტატუს ატარებს, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა კი სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვა.

 

ტურნირის ჩემპიონი ლაშა გობაძე გახდა, 82 კგ-ში მოასპარეზე მსოფლიოს პრიზიორმა ფინალში თურქი ემრაჰ კუში თავისივე კედლებში ბრწყინვალედ შესრულებული 4 ქულიანი კისრულით დაამარცხა, ფინალამდე ლაშამ სამი მეტოქე ჩამოიცილა და კარიერაში მეორედ გახდა "ვები ემრეს" პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული.

 

ვერცხლის მედალს ალექსი ლოდია (97 კგ) დაეუფლა, ვინც ფინალამდე 4 მეტოქეს ყირგიზ ბექსულთან მახმუდოვს 4-3 თურქ სულეიმან ერბაის 6-1, ირანელ მეტოქეებს მაჰდი ალიარიფეილზაბადის 6-4 და ამირხოსეინ ხოსეინის 5-3 მოუგო. ფინალში კი ბელარუს სტარადუბთან დათმო შეხვედრა.

 

ბრინჯაოს მედალს ლაშა მარიამიძე (63 კგ) დაეუფლა, გადამწყვეტ შეხვედრაში 2-1 მოუგო უკრაინელ ლენურ ტემიროვს.

 

55 კგ
1. ერკემ ოზთურქი (თურქეთი)
2. შოთა ტანოკურა (იაპონია)
3. ძანსერიკ სარსენვიევი (ყაზახეთი)
3. ხორლან ზაკანსა (ყაზახეთი)

 

63 კგ
1. ტალეჰ მამადოვი (აზერბაიჯანი)
2. რაჰმან ბილიჩი (თურქეთი)
3. კალაი სულაიმანოვი (ყირგიზეთი)
3. ლაშა მარიამიძე (საქართველო)

 

72 კგ
1. პაველ ლიახი (ბელარუსი)
2. მურატ დაგი (თურქეთი)
3. იბრაჰიმ მაგომადოვი (ყაზახეთი)
3. ჩენგიზ არსლანი (თურქეთი)

 

82 კგ
1. ლაშა გობაძე (საქართველო)
2. ემრაჰ კუში (თურქეთი)
3. ელვინ მურსალიევი (აზერბაიჯანი)
3. ვიკტარ სასუნოვსკი (ბელარუსი)

 

97 კგ
1. სერგეი სტარადუბი (ბელარუსი)
2. ალექსი ლოდია (საქართველო)
3. მაჰდი ალიარიფეიზაბადი (ირანი)
3. სულეიმან დემირჩი (თურქეთი)