საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

თბილისის საერთაშორისო გრან-პრი - ქართველების 7 ოქრო, 4 ვერცხლი და 10 ბრინჯაო
01:36 | July 25 2018

3-5 ივლისს, თბილისმა ლეგენდარული ქართველი ფალავნების "გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის" სახელობის საერთაშორისო გრან-პრის გათამაშებას უმასპინძლა თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სადაც მონაწილეობა 27 ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს.

 

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-ს გადაწყვეტილებით თავისუფალ ჭიდაობაში თბილისის გრან-პრის სარეიტინგო სტატუსი მიენიჭა. თბილისურ ხალიზე არაერთმა მსოფლიოს თუ ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა მოიყარა თავი, მათ შორის რუსეთის ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით ეწვია ჩვენს დედაქალაქს

.

ქართველმა ფალავნებმა 7 ოქროს, 4 ვერცხლის და 10 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.


პირველ დღეს ხალიჩაძე ბერძნულ-რომაული სტილით 55, 63, 72, 82 და 97 კგ კატეგორიის ხოლო თავისუფალი სტილი მოჭდავეთა 61, 70, 79, 92 და 125 კგ კატეგორიის ფალავნებმა იასპარეზებს. პირველ საფინალო დღეს ჩემპიონები ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გიორგი ხუჭუა (72 კგ) და ლაშა გობაძე (82 კგ) გახდნენ, თავისუფლებიდან პირველობა არავის დაუთმეს ბექა ლომთაძემ (61 კგ), ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) .

 

ხუჭუამ საფრანგეთის წარმომადგენელი ევრი ნიკოგოსიანი 10-2 დაამარცხა, გობაძემ სომეხ ედუარდ სარგსიანს მოუგო 7-2, ლომთაძე დროზე ადრე გაუსწორდა უზბეკ აბოს რახმანოვს 10-0, მსოფლიოს ჩემპიონმა ზურაბ იაკობიშვილმა დრამატულ ორთაბრძოლაში ბოლო წამებზე დაამარცხა რუსების ოლიმპიური ჩემპიონი სოსლან რამონოვი, გენო პეტრიაშვილმა კი 5-2 მოუგო უკრაინელ ალექსანდრ ხოციანოვსკის.

 

ვერცხლის მედლები ლაშა მარიამიძემ (63 კგ) და რევაზ ნადარეიშვილმა (97 კგ) მოიპოვეს. კიდევ რვა ქართველმა გიორგი რევაზიშვილმა (61 კგ), ირაკლი მწითურმა (92 კგ), ლევან ქავჟარაძემ (63 კგ), მურად მიქელაძემ (72 კგ), ზურაბ დათუნაშვილმა და გელა ბოლქვაძემ (ორივე 82 კგ), გიორგი მელიამ და ალექსი ლოდიამ (ორივე 97 კგ) ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს.

 

5 ივლისს, შეჯიბრების ბოლო დღეს მასპინძლებმა 6 მედალი მოიპოვეს, თავისუფალთა ნაკრებიდან გამარჯვება ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) მოიპოვა რომელმაც ფინალში თანაგუნდელი გივი მაჭარაშვილი დაამარცხა 8-6, ამ უკანასკნელის მსგავსად ვერცხლის პრიზიორი  საბა ჩიხრაძე (86 კგ) გახდა.

 

ბერძენ-რომაელთაგან ბოლო დღეს ოქროს მედალს მძიმეწონოსანი ზვიად პატარიძე (130 კგ) დაეუფლა, რომელსაც ფინალში რიოს ოლიმპიური თამშების ბრინჯაოს პრიზიორი რუსი სერგეი სემიონოვი არ გამოუცხადდა, მანამდე კი თანაგუნდელ ლევან არაბულს და ირანელ მაჰდი ნოურის მოუგო 4-0 და 6-1.

 

ბრინჯაოს პრიზიორები კი ამირან შავაძე (60 კგ) და საჩინო დავითაია (67 კგ) გახდნენ.

 

საერთო გუნდური ჩათვლაში თავისუფალი სტილით ნარკებმა პირველი ადგილი ხოლო ბერძენ-რომაელებმა მეორე ადგილი დაიკავეს.

 

თბილისის გრან-პრი საქართველოს ნაკრებებისათვის 22-28 ოქტომბერს ბუდაპეშტში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისათვის ერთ-ერთი მოსამზადებელი ეტაპი იყო.

 

თბილისის საერთაშორისო გრან-პრი, 3-5 ილისი, თავისუფალი ჭიდაობა.

57 კგ
1. სულეიმან ატლი (თურქეთი)
2. ანდრეი იაცენკო (უკრაინა)
3. ხურეშ-ოოლ დონდუკ-ოოლ (რუსეთი)
3. მეხრენ რეზაზადე (ირანი)

 

61 კგ
1. ბექა ლომთაძე (საქართველო) 
2. აბოს რახმონოვი (უზბეკეთი)
3. გარიკ ბარსეგიანი (სომხეთი)
3. გიორგი რევაზიშვილი (საქართველო)

 

65 კგ
1. ბაირანგ ბაირანგი (ინდოეთი)
2. მეხრა ნასირი (ირანი)
3. ჩინგისხან ერდოღანი (თურქეთი)
3. იუნეს ემამიჩოგაე (ირანი)

 

70 კგ
1. ზურაბ იაკობიშვილი (საქართველო)
2. სოსლან რამონოვი (რუსეთი)
3. თაიმურაზ სალკაზანოვი (სლოვაკეთი)
3. მუსტაფა კაია (რუსეთი)

 

74 კგ
1. იაკუბ გორი (თურქეთი)
2. ბეკზოდ აბდურახმანოვი (უზბეკეთი)
3. რასულ არსანალიევი (რუსეთი)
3. არსალან ბუდაჟაპოვი (რუსეთი)

 

79 კგ
1. კახაბერ ხუბეჟტი (რუსეთი)
2. მაგომედ რამაზანოვი (რუსეთი)
3. ომიდ ჟელოდარი (ირანი)
3. გრიგორ გრიგორიანი (სომხეთი)

 

86 კგ
1. ფატიხ ერდინი (თურქეთი)
2. საბა ჩიხრაძე (საქართველო)
3. ვლადისლავ ვალიევი (რუსეთი)
3. დიპაკ პუნია (ინდოეთი)

 

92 კგ
1. ანზორ ურიშევი (რუსეთი)
2. მოხამადჯავად ებრახიმიზილაი (ირანი)
3. ირაკლი მწითური (საქართველო)
3. ალირეზა კარიმიმარჩიანი (ირანი)

 

97 კგ
1. ელიზბარ ოდიკაძე (საქართველო)
2. გივი მაჭარაშვილი (საქართველო)
3. მურაზ მჭედლიძე (უკრაინა)
3. შამილ მუსაევი (რუსეთი)

 

125 კგ
1. გენო პეტრიაშვილი (საქართველო)
2. ოლექსანდრ ხოციანოვსკი (უკრაინა)
3. იადოლა მოჰები (ირანი)
3. დანილო კარტავი (უკრაინა)


თბილისის საერთაშორისო გრან-პრი. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა 
3-5 ივლისი.

55 კგ
1. მუსლემ ნადერიხადემი (ირანი) 2. ვისილი ტოპოევი (რუსეთი) 3. ჯავოხირ მირახმედოვი (ირანი)

 

60 კგ
1. მეხრდად მარდანი (ირანი) 2. ისლამჯონ ბახრამოვი (უზბეკეთი) 3. ამირან შავაძე (საქართველო) და სეინგაკ კიმი (კორეა)

 

63 კგ

1. სტეპან მარინიანი (რუსეთი) 2. ლაშა მარიამიძე (საქართველო) 3. ჯანგბალკ ლი (კორე) და ლევან ქავჟარაძე (საქართველო)

 

67 კგ
1. ხანსიუ რიუ (კორეა) 2. ალენ მირზოიანი (რუსეთი) 3. საჩინო დავითაია (საქართველო) და დოხიონგ კიმი (კორეა)

 

72 კგ
1. გიორგი ხუჭუა (საქართველო) 2. ევრიკ ნიკოგოსიანი (საფრანგეთი) 3. სეირან სიმონიანი (სომხეთი) და არტიონ ტარსიანი (რუსეთი)

 

77 კგ
1. ქსიუნვუ კიმი (კორეა) 2. მოხამადალი გერაი (ირანი) 3. რუსლან ვარდანიანი და რაფაელ იუნუსოვი (ორივე რუსეთი)

 

82 კგ
1. ლაშა გობაძე (საქართველო) 2. ედუარდ სარგსიანი (სომხეთი) 3. ზურაბ დათუნაშვილი და გელა ბოლქვაძე (ორივე საქართველო)

 

87 კგ
1. გაზი ხალილოვი (რუსეთი) 2. ალან ოსტაევი (რუსეთი) 3. ალი ჩენგიზი (თურქეთი) და ტარეკ მოხამედი (ბულგარეთი)

 

97 კგ 
1. მუსა ევლოევი (რუსეთი) 2. რევაზ ნადარეიშვილ (საქართველო) 3. გიორგი მელია და ალექსი ლოდია (ორივე საქართველო)

 

130 კგ
1. ზვიად პატარიძე (საქართველო) 2. სერგეი სემიონოვი (რუსეთი) 3. შახაბ გოურეშჯილი და მახდი ნოური (ირანი)