საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ბაგრატ გაგნიძე მსოფლიოს ჩემპიონია, გიორგი გეგელაშვილი ბრინჯაოს მედალოსანი.
01:47 | July 16 2018

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ჭაბუკთა მსოფლიოს პირველობაზე 1 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

 

2-8 ივლისს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართულ პლანეტის პირველობაზე 71 კგ კატეგორიაში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ბაგრატ გაგნიძემ ინდოელი ბაირან გოურავი ბწწყინვალე  4 ქულიანი გდებით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.  

 

ფინალამდე გაგნიძემ ისრაელის წარმოამდგენელი ჩენგიზ სოლტანლი 10-0,  იაპონელი შინოსუკე სუწამა 8-7 და უნგრელი დომენიკ მეზე 10-0 დაამარცხა.

 

ბრინჯაოს მედალს გიორგი გეგელაშვილი (48 კგ) დაეუფლა ვინც გადამწყვეთ შეხვედრაში ირანელ მაჰდი ვეისის მოუგო 4-2.

 

დავით აბდალაძეს (51 კგ), ვლადიმერ გამყრელიძეს (65 კგ) და გიორგი ჩანქსელიანს (92 კგ) მედლის მოიპოვებამდე თითო გამარჯვება დააკლდათ.