საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

გიორგი პერტაია და გიორგი ცოფურაშვილი - ჭაბუკებს შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები.
12:47 | July 16 2018

2-8 ივლისს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ჭაბუკთა შორის მსოფლიოს პირველობა გაიმართა, სადაც საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა.

 

ჩემპიონობამდე თითო გამარჯვება გიორგი პერტაიას (55 კგ) და გიორგი ცოფურაშვილს (80 კგ) დააკლდათ და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ. გიორგი შპეტიშვილმა (71 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

პერტაიამ ფინალამდე 4 მეტოქე ჩამოიცილა, ბერძენ ანტონიოს პაროციდის 10-2, აზერბაიჯანელ მურად აბასოვს 7-1, შვედ ნიკლას ოეჰენს 7-0 და ყაზახ დინ მოხამედ კოშკარს 10-4 მოუგო, ოქროს მედლისათვის შეხვედრა ირანელ ამირხოსეინ ხოუნსარისათან დათმო.

 

საფინალო გზაზე 4 მეტოქე ჩამოიშორა გიორგი ცოფურაშვილმაც, უზბეკი ბეკზოდ ახმედოვი 4-3, ალოვაკი არონ ჩსოერგო 9-0, უკრაინელი მიკიტა ალექსეევი 9-1 და ირანელი მოჰამედ აზიზ ნაგოუსი 7-1 დაამარცხა, საჩემპიონო ბრძოლაში კი სომეხ კარენ ხაჩატრიანთან დამარცხდა მინიმალური ანგარიშით 1-2.

 

შპეტიშვილმა ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში თურქი აბდულა ატესი 13-2 გაანადგურა.

 

ბრინჯაოს მედლის მოპოვებასთან ახლოს იყვნენ ხვიჩა ანანიძე (65 კგ) და ლაშა ტვილდიანი (92 კგ) თუმცა გადამწყვეტი შეხვედრები დათმეს და მეხუთე ადგილზე დაასრულეს ასპარეზობა.