საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

U23! 6 მედალი და გუნდური მესამე ადგილი ევროპირველობიდან
12:28 | June 13 2018

10 ივნისს, სტამბულში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი 23-წლამდელ მოჭიდავეთა შორის სადაც საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებმა 6 მედალი მოიპოვა.

 

ევროპის ვიცე-ჩემპიონი ირაკლი მწითური (92 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედლები თეიმურაზ ვანიშვილმა (61 კგ), გიორგი სულავამ (70 კგ), ავთო კენჭაძემ (74 კგ), ნიკა კენჭაძემ (79 კგ) და გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) მოიპოვეს.

 

საერთო გუნდურ ჩათვლაში ზურაბ ჭიღლაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა 119 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა.