საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ნუგზარ წურწუმია, რამაზ ზოიძე და ზვიად პატარიძე ევროპის ჩემპიონები U23
11:47 | June 13 2018

წარმატებით დაასრულა ასპარეზობა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 4-6 ივნისს, სტამბულში გამართულ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე.

 

სოსო ჯაბიძის ხელმძღვანელობით ჩვენმა ნაკრებმა 5 მედალი მოიპოვა საიდანაც სამი უმეღლესი სინჯისაა, ევროპის ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (55 კგ), რამაზ ზოიძე (72 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლები დავით ჩხარტიშვლმა (60 კგ) და ლერი აბულაძემ (63 კგ) მოიპოვეს.

 

წურწუმიამ (55 კგ) ფინალამდე ყველა მეტოქე აშკარა უპირატესობით დაამარცხა - უნგრელ ბენ კოვაჩს 10-2, უკრაინელ ვლადისლავ კოროცელოვს 9-0, სომეხ ნორაირ ხაკოიანს 9-0 მოუგო, ფინალში კი მასპინძელ ერკემ ოზთურქს დაძაბულ ბრძოლაში 11-8 სძლია და ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

 

რამაზ ზოიძემ (72 კგ) ფინალში ასევე თურქი მეტოექ ჩენგიზ არსლანი 3-2 დაამარცხა და წარმატებით დაიცვა შარშან მოპოვებული ევროპის ჩემპიონის ტიტული, კარიერაში კი მეოთხე ევროპული ოქროს მედალი მოიპოვა, ფინალამდე ზოიძემ აზერბაიჯანელ ულზუ განეზადეს 4-1 და რუსეთის ნაკრების წევრი ნარეკ ოგანიანს 6-3 მოუგო, ნახევარფინალშკი კი წმინდად გაუსწორდა უნგრელ ტამას ლევაის.

 

ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონმა "ახალგაზრდა ლომად" წოდებულმა მძიმეწონოსანმა ზვიად პატარიძემ ფინალში ევროპის მოქმედი ჩემპიონი თურქი ოსმან ილდირიმი თავისივე კედლებში ტრიბუნების გულმხურვალე მხარდაჭერის ფონზე ანგარიშით 2-0 დაამარცხა  და ევროპის ჩემპიონის ტიტულსაც მეხუთედ დაეუფლა. პატარიძემ ფინალამდე უნგრელი ფერენც ალმასი და რუმინელი კონსტანტინ ჰუტულეაკი აშკარა უპირატესობით 8-0 ჩამოიშორა.

 

საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა ნაკრებმა 121 ქულით მესამე ადგილი დაიკავა.