საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ახალგაზრდების 8 მედალი და გუნდური მეორე ადგილი რუმინეთიდან
06:26 | June 12 2018

3 ივნისს, ბუქარესტში ჭიდაობის მსოფლიოს გაერთიანება UWW-ს ეგიდით საერთაშორისო ახალგაზრდული ტურნირი დასრულდა სადაც საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

ტურნირის გამარჯვებული ჭაბუკებს შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი აივენგო რიკაძე (82 კგ) გახდა ვინც ფინალში რუსი მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა 4-3.

 

ვიცე-ჩემპიონები რამაზ სილაგავა (55 კგ) და ჯონი ხეცურიანი (67 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი ბექა გურული (60 კგ), ნიკოლოზ ჭიკაიძე (72 კგ), თემური ჭკუასელიძე (87 კგ), ლუკა ხუციშვილი (97 კგ) და ბექა მაკარიძე (130 კგ) დაეუფლნენ.

 

საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. ნაკრებს ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი რევაზ ლაშხი, გიორგი ჯობავა და გიორგი ავაზაშვილი ხელმძღვანელობდნენ.

 

თავისუფალი სტილით ნაკრებმა ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა რომელიც ამირან ვახტანგიშვილის (61 კგ) ანგარიშზეა.