საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ჭაბუკების 8 მედალი და გუნდური მეორე ადგილი რუმინეთიდან
06:16 | June 12 2018

1 ივნისს, რუმინეთის დედაქალას ბუქარესტში დასრულდა ჭაბუკთა საერთაშორისო ტურნირი სადაც საქართველოს თავისუფალთა ნაკრებმა 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

ტურნირის ჩემპიონები გიორგი ჭოლაძე (51 კგ) და ვლადიმერ კაკოშვილი (71 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლები დავით აბდალაძემ (55 კგ), გიორგი ნებუნიშვილმა (80 კგ) და გიორგი ჩანქსელიანმა (92 კგ) მოიპოვეს. აბდალაძეს წინა შეხვედრაში მიღებული ტრამვის გამო ფინალში არ უჭიდავია.

 

დავით ფაცინაშვილმა (65 კგ), ლადო გამყრელიძემ (65 კგ) და სოლომონ მანაშვილმა (110 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

 

გიორგი კვინიკაძის და ალექსანდრე პატარქალაშვილის ხელმძღვანელობით ჩვენმა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.