საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

დიმიტრი ხაჩიძე, გიორგი თოხაძე და გიორგი ცოფურაშვილი ევროპის ჩემპიონები - გუნდური მეორე ადგილი მაკედონიიდან
05:33 | May 28 2018

წარმატებით დაასრულა ასპარეზობა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ჭაბუკთა ნაკრებმა 18-20 მაისს, მაკედონიაში გამართულ ევროპირველობაზე. ხვიჩა ქორიძის გაწვთნილმა ნაკრებმა ჯამში 5 მედალი მოიპოვა.

 

ევროპის ჩემპიონები დიმიტრი ხაჩიძე (48 კგ), გიორგი თოხაძე (51 კგ) და გიორგი ცოფურაშვილი (80 კგ) გახდნენ. ვერცხლის მედალი გიორგი ჩხიკვაძემ (60 კგ) მოიპოვა, ბრინჯაოს მედალს კი მძიმეწონოსასნი მატე გოქაძე (110 კგ) დაეუფლა.

 

ხაჩიძემ ფინალში რუსეთის წარმომდგენელი ისლამ ალიევი 5-2 დაამარცხა, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში რუსეთის ნაკრების კიდევ ერთ წევრ არტიომ მოროზოვს აშკარა უპირატეოსბით 10-0 მოუგო გიორგი თოხაძემ, ცოფურაშვილმა ფინალში ბერძენ დიმიტრიოს ცომპანოუდისს იოლად 13-5 სძლია, აღსანიშნავია რომ ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალშ წინა წელს განცდილი მარცხისათვის რევანში აუღო რუსეთის სახელოთ მოასპარეზე აუეს გონიბოვს 5-4.

 

საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა ნაკრებმა 118 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.

 

მთავარი მწვრთნელი: ხვიჩა ქორიძე
მწვრთნელები: ვაჟა კრავეიშვილი, მამუკა სულთანიშვილი და დევი რეხვიაშვილი.
ექიმი: ლევან ლინნიკი.