საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ბაგრატ გაგნიძე ევროპის ჩემპიონი - ჭაბუკების 7 მედალი და გუნდური მეორე ადგილი მაკედონიითან
01:32 | May 28 2018

საქართველოს თავისუფალი სტილით ჭაბუკთა ნაკრებმა 14-16 მაისს, მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გამართულ ევროპირველობაზე 7 მედლით და გუნდური მეორე ადგილით დაასრულა თავისი გამოსვლა.

 

გიორგი კვინიკაძის შეგირდებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

 

ჩემპიონის ტიტულს ბაგრატ გაგნიძე (71 კგ) დაეუფლა, ფინალში ქართველმა ფალავანმა რუსეთის ნაკრების წევრი რამაზან აბუზაგიდოვი 6-5 დაამარცხა. ვიცე-ჩემპიონი და შესაბამისად ვერცხლის მედლის მფლობელი დავით აბდალაძე (55 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედლები კი გიორგი გეგელაშვილმა (48 კგ), გიორგი ჭოლაძემ (51 კგ), ვლადიმერ გამყრელიძემ (60 კგ), გიორგი ნებუნიშვილმა (80 კგ) და სოლომონ მანაშვილმა (110 კგ) დაისაკუთრეს.

 

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 140 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.

 

მთავარი მწვრთნელი: გიორგი კვინიკაძე
მწვრთნელები: ალექსანდრე პატარქალაშვილი, ლაშა ქეთიშვილი და შალვა მუზიაშვილი.
ექიმი: ლევან ლინნიკი.