საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

UWW! მუხრან ვახტანგაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი მეშვიდედ გაიმართა
06:39 | May 17 2018

12-13 მაისს, ქალაქ ბათუმის სასპორტო სკოლაში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონის და ოლიმპიური თამაშების პრიზიორის მუხრან ვახტანგაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა ახალგაზრდებს შორის.

 

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-ს ეგიდით ვახტანგაძის ტურნირი წელს მეშვიდედ ჩატარდა სადაც 11 ქვეყნის სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, გერმანიის, ირანის, პოლონეთის, რუსეთის, თურქეთის, უკრაინის, უზბეკეთის და მასპინძელი საქართველოს 200-მდე ფალავანმა მიიღო მონაწილეობა.

 

პირველობისათვის ბრძოლა 10 წონით კატეგორიაში ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

 

საქართველოს ნაკრებიდან გამარჯვება ლერი აბულაძემ (63 კგ) მოიპოვა, ვინც ფინალში ირანელი ბაჰრამ იმჩენი 7-5 დაამარცხა, ბრინჯაოს მედლებს რამაზ სილაგავა (55 კგ), ბექა გურული (60 კგ) და ნიკა შერბაკოვი (72 კგ) დაეუფლნენ.

 

55 კგ
1. ნასერ პოია (ირანი)
2. ზაურ ალიევი (აზერბაიჯანი)
3. გიორგი ტიბილოვი (რუსეთი)
3. რამაზ სილაგავა (საქართველო)

 

60 კგ
1. ივან ჩერკასი (უკრაინა)
2. ტურაბეკ ტირკაშევი (უზბეკეთი)
3. ბექა გურილი (საქართველო)
3. ანდრეი გინცი (გერმანია)

 

63 კგ
1. ლერი აბულაძე (საქართველო)
2. ბაჰრამ იმჩენი (ირანი)
3. კამოლ კუზიევი (უზბეკეთი)
3. ოლექსანდრ ჰრუშინი (უკრაინა)

 

67 კგ
1. სერგეი ჰრუშინი (უკრაინა)
2. ალექსანდრ ლიაბონჩიკი (უკრაინა)
3. მაჰმუდ ბაკშილოევი (უზბეკეთი)
3. ანდრე კულიკი (უკრაინა)

 

72 კგ
1. მალხაზ ამოიანი (სომხეთი)
2. პავრიზ ნასიბოვი (უკრაინა)
3. ნიკა შერბაკოვი (საქართველო)
3. ველი ილმაზი (თურქეთი)

 

77 კგ
1. დმიტრო ვასეცკი (უკრაინა)
2. ალპერ ერდურანი (თურქეთი)
3. პატრიკ ბედნარზი (პოლონეთი)
3. მოჰამედ ჩობჩიანი (ირანი)

 

82 კგ
1. ჰოსეინ ფოროუზადე (ირანი)
2. რუბენ ხაჩატრიანი (რუსეთი)
3. ალი იუნა (თურქეთი)
3. ვიტალი ანდრიოვიჩი (უკრაინა)

 

87 კგ
1. ჰადი სარავი (ირანი)
2. მიჩატ დიბკა (პოლონეთი)
3. კამილ ბარტოსიევიჩი (პოლონეთი)
3. ჰაკობ ბაღდასარიანი (სომხეთი)

 

97 კგ
1. გერარდ კურნიცაკი (პოლონეთი)
2. ვაჰიდ დადხანი (ირანი)
3. პატრიკ კამინსკი (პოლონეთი)
3. თემურ მამაიანოვი (უზბეკეთი)

 

130 კგ
1. ამინ მირზაზადე (ირანი)
2. ფრანც რიჩტერი (გერმანია)
3. ფატიჰ ბოზკურთი (თურქეთი)
3. დავიდ ოვასეპიანი (სომხეთი)