საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ახალგაზრდა თავისუფლებმა ნახიჩევანის თასზე მესამე ადგილი დაიკავეს
01:59 | July 23 2015

დღეს 23 ივლისს აზერბაიჯანის ქალაქ ნახიჩევანში სრულდება "ნახიჩევანის თასის" გათამაშება თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის. საქართველოს ნაკრებმა რომელმაც ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა მესამე ადგილისათვის შეხვედრაში დაძაბულ ორთაბრძოლაში დაამარცხა თურქეთის ნაკრები 4-4 (19:16). გადამწყვეტი გამარჯვება ნაკრებს როლანდ ანდრიაძემ (96) მოუტანა რომელმაც თურქი მეტოქე სუფთა გამარჯვებით დაამარცხა. მანამდე კი შეხვედრები მოიგეს შმაგი თოდუამ (60), ომარი გურჯიძემ (66) და ირაკლი მწითურმა (84).

ფინალში აზერბაიჯანი რუსეთი დაამარცხა 4-4 (2 სუფთან მოგებით)

 

 

 

 

მე-3-ე ადგილისთვის. საქართველო - თურქეთი

50 კგ გოგა ძიგუა - მეხმეტ იუჩე 3-5

55 კგ ედემი ბოლქვაძე - შაბან კიზილტაში 9-12

60 კგ შმაგი თოდუა - სელახეტინ სერტი 11-0

66 კგ ომარი გურჯიძე - ვოლკან ასანი 5-1

74 კგ ავთანდილ კენჭაძე - ოსმან გიუჩენ 4-14
84 კგ ირაკლი მწითური - მახმუტ ოზკაია 4-1

96 კგ როლანდ ანდრიაძე - სალიმ ერკანი 9-2 (სუფთა გამარჯვება)

120 კგ ბექა კანდელაკი - ხუსეინ ჩიველეკი 7-17